საცხოვრებელი უბანი წავკისში
ზოგადი დახასიათება
დასაგეგმარებელი ტერიტორია მდებარეობს თბილისი კოჯრის დამკავშირებელ სატრანსპორტო კვანძზე. ტერიტორია ხასიათდება რთული რელიეფით, ჩრდილო აღმოსავეთით იშლება თბილისის ხედი, ხოლო სამხრეთ ნაწილში ესაზღვრება მცირე ხევი. საპროექტო უბნამდე მისასვლელი გზა მოეწყობა ჩრდილეოთის მხარეს და დაუკავშირდება კოჯორი თბილისის მთავარ კვანძს. ტერიოტრია ზღვის დონიდან 825-875 მ-ზე მდებარეობს.
განვითარების ხედვა
მოცემული უბანში წამოდგენილია ნაკვეთები კერძო სახლებისთვის, ბლოკირებული სახლებისთის და თაუნჰაუსებისთვის. გვაქვს საუბნო მცირე მარკეტი და ბაგა-ბაღი. დასახლება ფუნქციურად გადანაწილდა კერძო ნაკვეთებისა და ბლოკირებული სახლების კვარტლებად. ხოლო თაუნჰაუსები განლაგებულია შემოსასვლელი გზისა და მცირე ბულვარის გასწვრივ, რაც დასახლების ერთიან იერსახეს ქმნის. ბლოკირებული სახლები განლაგდა ტერიტორიის დასავლეთით, რომელიც მთავარი შემკრები სატრანსპორტო კვანძის პარარელურად ვითარდება, ამგვარად ეს ტერიტორია შედარებით წყნარია და ასევე არ ხასიათდება რელიეფური სირთულეებით. ასევე დასახელბის ცენტრში გვაქვს რეკრეაცია, 25000 კვ.მ. ის თანაბრადაა დაშორებული როგორც ბლოკირებული ასევე კერძო სახლებიდან. კერძო ნაკვეთები ტერიტორიის აღმოსავეთ და ნაწილობრივ ჩრდილეოთ მხარეს განთავსდა, ეს განაპირობა თბილისზე ხედმა და ტერიტორიის ამ ნაწილში რთული რეფიეფის არსებობამ.
რეკრეაციის კონცეფცია
მეტი ბუნებრივი ლანდშაფტი გაშლილი და თავისუფალი გეგმარება.
• ნაკლები ბეტონი
• ნაკები ხელოვნური ბილიკი
• მეტი ხე
• მეტი სიმწვანე
თითქოს თავისთივს წარმოქმნილი ლანდშაფტი და თავისითვის გაზრდილი ხეები და არა ლამაზად „დავარცხნილი“ მილიმეტრების სიზუსტით დარგული ხეები. პედანტური გეგმარების მაგივრად კარგად ნაფიქრი, მაგრამ მაქსიმალურად ბუნებასთან მიახოლებული გეგმარება, რომელიც არ დაემსგავსება მილიმეტრებში გათვლილ მდიდრულ დიზაინს, სადაც ადამიანი მხოლოდ ბილიკზე მოძრაობს და ქვეცნობიერად ეშინია გაზონზე გადასვლის, რადგან დაცვის თანამშრომელი მოაბრუნებს. პირიქით თვითონ ბუნებასთან მიახლოებული ლანდშაფტი გააღვიძებს ადამიანში სურვილს იყოს თავიუფალი და არ გაყვეს უღიმღამო ბილიკს და მონოტორული ხეების ცქერით გაიყვანოს დრო, პირიქით ზემოთ აღწერილმა გეგმარებამ უნდა უბიძგოს ადამიანს ბილიკს გადაუხვიოს და ხის ქვეშ პიკნიკი მოაწყოს, ითამაშოს გაშლილ გორაკებზე და არ შეეშინდეს ლამაზად დავარცხნილი
გაზონის გაფუჭების, ამგვარი დიზაინი ყველა ასაკის ადამიანს ირგებს და აძლევს თავისუფლებას.
ტექნიკური მაჩვენებლები
დასახლებაში წარმოდგენილია 71 ნაკვეთი თაუნჰაუსისთვის, 64 ნაკვეთი ბლოკირებული სახლებისთვის და 80 ნაკვეთი კერძო სახლებისთვის. ასევე 1 ნაკვეთი მცირე მარკეტისთვის და ერთიც ბაგა-ბაღისთვის. საერთო ჯამში 217 ნაკვეთი (100 000 კვ.მ.) გამწვაენბული ტერიოტრია 28500 კვ.მ. თბილისის გენგეგმის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე გამწავნებული ტერიტორია უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 კვ.მ. ეს ციფრი სოფლებისა და მცირე დასახლებებისთვის 5-6 კვ.მ. მცირდება. ჩვენ ტერიტორიაზე 645-860 ადამანამდე მოიყრის თავს (215 ნაკვეთი X 3-4 =***) რაც სრულებით საკმარისია. გამწვანების ასეთი მოწყობა და მისი კავშირი არსებულ ხევთან შეიძლება გახდეს მიზიდულობის წერტილი, რისთვისაც ამ უბანში არსებული რეკრეაცია მზადაა.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა/უზრუნველყოფა
გამართული სატრანსპორტო სისტემა უზრუნველდყოფს გამართულ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კარგ ნარჩენების მართვას. იმის გათვალისწინებით, რომ დასახლებაში ყველაფერი ფეხით სასიარულო მანძილზეა განლაგებული საჭიროა გამართული და კომფორტული საფეხმავლო გზები, ფეხით სიარულის წახალისების მიზნით. მთავარი გზა წარმოდგენილია ბულვარის სახით და ცალხმრივი მოძრაობით ხასიათდება(3.5მ) ხოლო სხვა დამხარე გზები ორმხრივ მოძრაობიანია და 5.5 მ შეადგენს, ტროტუარები არის 2-1.5 მეტრიანი ხოლო ტერიტორიის ზოგ მონაკვეთ ში გვხვდება ტროტუარის გამწვანებაც. თერიტორიაზე წარმოდგენილია 108 საპარკინგე ადგილი რომელიც ტანაბრადაა გადანაწილებული მთელ დასახლებაში.





