არქიტექტურული ოფისი მთაწმინდაზე
საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს რთულ რელიეფს,დონეთა სხვაობა არის 13 მეტრი,+523
ნიშნულზე არის კაკაბაძის ქუჩა ხოლო +510 ნიშნულზე მესხის ქუჩა.ამ ორ ქუჩას აკავშირებს
კიბე,რომელიც მდებარეობს საპროექტო მიწის ნაკვეთის საზღვრებში. საპროექტო შენობა შედგება 6 სართულისგან,რომელთაგან 2 არის მიწისზედა სართული,3 ნახევრად მიწისქვეშა,ხოლო ერთი სრულიად მიწისქვეშა(ავტოფარეხი). საპროექტო ნულად აღებულია +523 ნიშნული.ამავე ნიშნულზე არის მიმღები,საკონსულტაციო,სამზარეულო.+3.7 ნიშნულზე არქიტექტორებისთვის გამოყოფილი სივრცე,-3.7 ნიშნულზე სარენდერო და მოდეელირების განყოფილება.-7.4 ნიშნულზე ღია ბაღი,ამფითეატრი.-11.1 ნიშნულზე მიმღები,გალერეა, -14.1 ნიშნულზე ავტოფარეხი. ფასადი წარმოდგენილია ვიტრაჟებით.კიბის უჯრედის გარეთა ფასადის ტექსტურა წარმოადგენს არქიტექტორულ ბეტონს,იგივე მასალია იქნება ფერმა კონსტრუქციაც,ხოლო გადახურვის ფილები თეთრი ბეტონი.





